21-09-2018
თბილისში არსებული ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსულ მედიაში ბოლო პერიოდში ატეხილ აჟიოტაჟს ირანული მედიაც გამოეხმაურა.
ირანის სახელმწიფო რადიოსადგური «Pars Today» თავის კომენტარში მიმოიხილავს რა შექმნილ სიტუაციას, აცხადებს, რომ მსგავსი ლაბორატორია მეზობელ სომხეთშიც არსებობს, რაც ირანისათვის საფრთხის წყაროა.
„პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამ რამდენიმე დღის წინ რუსულ გაზეთ „კომერსანტ“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ჩვენთან არსებულ აშშ-ის ბიოლაბორატორიას მთლიანად სომხეთის ხელისუფლება აკონტროლებსო“. იგი იძულებული გახდა ეს განცხადება გაეკეთებინა მხოლოდ იმ დროს, როცა აშშ-ის ვერაგული გეგმები გამჟღავნდა მიკრობების წარმოების საკითხში.
ამერიკა მსგავს საშიშ ლაბორატორიებს თავის ტერიტორიიდან შორს ქმნის. აი, რას ამბობს საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ამერიკელი მრჩეველი ჯეფრი სილვერმანი: „იმ საერთაშორისო კონვენციის გამო, რომელიც მიკრობიოლოგიური იარაღის წარმოებას კრძალავს, აშშ-ის მთავრობას თავის ტერიტორიაზე კვლევების ნებას არ აძლევს, შესაბამისად, ბიოლოგიური ლაბორატორიები საქართველოს მსგავს ქვეყნებში აშენდა“.