გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

11-03-2024

საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც კონსულტაციებს სსფ-ის დებულების IV მუხლის მიხედვით პერიოდულად, გეგმიურად ახორციელებს.

აღნიშნულ ფორმატში მისიის წევრები შეხვდნენ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს. შეხვედრას, ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.

მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასება.

ფინანსთა მინისტრმა მისიის წევრებს გააცნო ეკონომიკაში არსებული ვითარება, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების დინამიკა და საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები მდგრადობას ადასტურებს და ფისკალური პარამეტრები დაუბრუნდა მიზნობრივ მაჩვენებლებს.


რეფორმებისა და კაპიტალური პროექტების მხარდაჭერის პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პერიოდისათვის ანალიზის, პროგნოზირებისა და დაგეგმვის ინსტრუმენტების შემდგომი სრულყოფის მიზნით.


აღინიშნა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მიღების მნიშვნელობა და როლი, მათ შორის, საჯარო ფინანსების მართვით დაგეგმილი რეფორმების მიმართულებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728