21-09-2018
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტმიოლერთან შეხვედრა გამართა .
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს ურიერთობების დინამიკა, ბრიუსელის სამიტის შედეგები, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესი.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ში გასაწევრიანებლად. კიდევ ერთხელ დადასტურდა ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველოგახდება ნატო-ს წევრი. გენერალური მდივნის მოადგილემ კმაყოფილება გამოხატა საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე როგორც რეფორმების განხორციელების, ისე ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით.
როუზ გიოტმიოლერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა.
"ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები დინამიურად ვითარდება"-აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.