გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ცქიტიშვილი: ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეკონომიკური გაძლიერებაა

21-09-2018

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საინტერესო შესაძლებლობებს შექმნის.

 

უმრავლესობის წევრი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს შეხვედრას ეხმიანება.

 

„ასეთი მაღალი დონის შეხვედრები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა სახელმწიფო მდივანთან შევედრას კიდევ დამატებითი ეკონომიკური  იმპულსები ახლავს თან - ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც ტრადიციულად ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს ქმნის. ეკონომიკური თანამშრომლიბის კიდევ ახალი ეტაპის დაწყება, ვფიქრობ, ძალიან ხელსაყრელი იქნება ჩვენთვის, რადგან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ეკონომიკური გაძლიერებაა. ამერიკის შეერთებული შტატების მხირდან მხარდაჭერა, დამხარება და ამ პროცესში მათთან მჭიდრო თანამშრომლობა საინტერესო შესაძლებლობებს შექმნის საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვლმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031