გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: დადგა დრო ევროკავშირმა გვაჩვენოს - გვიყურებენ, როგორც სახელმწიფოს, რომელიც ღირსია, ევროკავშირის წევრი გახდეს, თუ მათთვის ერთ-ერთი კოლონია ვართ და უფლება აქვთ, მოგვექცნენ, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას

13-03-2024

„ჩვენ არაფერი არ გვჭირს ამ „ვეტინგის“ სისტემის მისაღები, რომელზეც ოპოზიცია, ცდილობს წარმოადგინოს, რომ ვითომ არის მოსამართლეების კეთილსინდისიერების საზომი ერთ-ერთი ატრიბუტი, რაც სრული აბსურდია“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა.


მისი თქმით, ახლა დადგა დრო ევროკავშირმა აჩვენოს, საქართველოს უყურებს, როგორც შემდგარ სახელმწიფოს, რომელიც ღირსია, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, თუ მათთვის საქართველო არის ერთ-ერთი კოლონია, რომელსაც ისე მოექცევიან, როგორც სურთ.


„ჩვენ, გვეუბნებიან - თქვენ განუვითარებლები ხართო და მოგვცენ მაგალითი, როგორ იცავენ კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს. ჩვენ არაფერი არ გვჭირს ამ „ვეტინგის“ სისტემის მისაღები, რომელზეც ოპოზიცია, ცდილობს წარმოადგინოს, რომ ვითომ არის მოსამართლეების კეთილსინდისიერების საზომი ერთ-ერთი ატრიბუტი, რაც სრული აბსურდია. ეს არის უცხო ქვეყნის მიერ სასამართლოს და ქვეყნის მართვის სადავეების ხელში ჩაგდების სურვილი.


როდესაც ეს ვითარება დადგა, რომ ჩვენმა მხარემ ადეიშვილის ექსტრადირება მოითხოვა და ასევე, თუ არ ვცდები მოთხოვნილია კეზერაშვილის ექსტრადირებაც, რომელიც არა მარტო ჩვენთან არის დამნაშავე, არამედ ეჭვმიტანილია ევროპელი პენსიონერების პენსიების მითვისების საქმეში, ახლა ვნახავთ, როგორ იცავენ კანონის უზენაესობას და როგორ მოგვცემენ მაგალითს იმისა, თუ როგორი უნდა იყოს სასამართლო სისტემა და როგორ უნდა იყოს ადამიანის უფლებები დაცული.


ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრი უნდა ვისწავლოთ და ბევრიც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ თუ გვიკიჟინებენ იმას, რომ მოდით გამოასწორეთ ეს თქვენი სისტემები, ჯერ ერთი, ვთვლი, რომ არაფერი გამოსასწორებელი არ არის, რა თქმა უნდა, დასახვეწი არის და ის ვითარდება დროის და ვითარების შესაბამისად, ასევეა ევროკავშირშიც, არც იქ არის ყველაფერი კარგად და აწყობილად. ახლა, დადგა დრო ევროკავშირმა გვაჩვენოს - გვიყურებენ, როგორც შემდგარ სახელმწიფოს, რომელიც ღირსი არის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, თუ მათთვის ერთ-ერთი კოლონია ვართ და უფლება აქვთ, მოგვექცნენ ისე, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას“, -განაცხადა სეფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930