13-03-2024
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) მოთხოვნებისადმი მიძღვნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობას და გაეროს განვითარების პროგრამასპროექტის მხარდაჭერისთვის.
„მოგეხსენებათ, რესურსების მდგრადი მართვა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებასწარმოადგენს. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი მაჩვენებლებიცირკულარული ეკონომიკის კომპონენტია, რაც ქვეყანაში მწვანე ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობით,მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას და შესაბამისად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება“,-განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
გარემოსდაცვითი,სოციალური და მმართველობის (ESG) მოთხოვნები ინვესტიციების განხორციელებისას გარემოს დაცვის, სოციალური და კორპორაციული მმართველობის საკითხების გათვალისწინებას გულისხმობს. კონცეფციის თანახმად, მდგრადი განვითარებისთვის, ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში, მნიშვნელოვანია ESG მაჩვენებლების დანერგვა.
შეხვედრას, რომელსაც საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლისა და მწვანე ზრდის პროცესში ჩართული შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ,ცირკულარული ეკონომიკის, გარემოს დაცვის, სოციალური, მმართველობისა და მდგრადი დაფინანსების საკითხების საერთაშორისო ექსპერტი დარიუშ პრასეკი უძღვებოდა.
აღსანიშნავია, რომ სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებთან საბაზისო ცოდნის გაზიარების მიზნით, დაგეგმილია ხუთი თემატური შეხვედრა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით,შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი“ (GRF) ქვეპროექტის „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად“ ფარგლებში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისის“ მიერ ხორციელდება.