გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

13-03-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. 


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და პოლიტიკური ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას და უორდროპის სტრატეგიული დიალოგის როლს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების კუთხით. 


აღინიშნა ასევე გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარკ კლეიტონს გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30