გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებულ 3 პირს 8-8 წლით პატიმრობა მიესაჯა

14-03-2024

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებული სამი  პირი დამნაშავედ ცნო.


პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021-2022 წლებში შპს „ქართრეიდის“ დილერმა ზ.მ-მ, დირექტორებმა მ.ყ.-მ და  დ.ჩ.-მ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილის შეძენის მსურველი 7 პირისგან 209.220,00 აშშ დოლარი მიიღეს, საიდანაც ავტომობილების შესაძენად მხოლოდ 145.210,62 აშშ დოლარი გადარიცხეს, ხოლო 122.712.37 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რითაც დაზარალებულებს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენეს.


სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“  და  მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება) წარედგინათ,  რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლები საღკვეთას ითვალისწინებს.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031