გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

14-03-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.


მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე;  განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების  გაღრმავების პერსპექტივები.


ირაკლი კობახიძემ დიპლომატს  დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორობა ინვესტიციების, ექსპორტის ზრდის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი ერთობლივი პროგრამების განხორციელების კუთხით.


საუბრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა იაპონიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30