გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე: ის კანონპროექტი, რომელიც მიღებული იქნა და რომელსაც მერე ვეტო დაედო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ემსახურება სწორედ ჩიხის დაძლევას

14-03-2024

ის კანონპროექტი, რომელიც მიღებული იქნა და რომელსაც მერე ვეტო დაედო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ემსახურება სწორედ ჩიხის დაძლევას. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ცესკოში უნდა დარჩეს ჩიხი, ეს არის მათი საქმე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩიხი უნდა იყოს დაძლეული და აქედან გამომდინარე, ვეტოც უნდა იყოს დაძლეული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე დადებულ ვეტოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
 
მისივე თქმით, არსებული მდგომარეობა არის ერთგვარი ჩიხი და მხოლოდ ოპოზიციას შეიძლება სურდეს ასეთი მდგომარეობით არჩევნების ჩატარება.
 
„რაც შეეხება ცესკოს, ცესკოსთან დაკავშირებით მარტივად არის საქმე. ერთგვარი ჩიხია შექმნილი ცესკოში, არის ცესკოს თავმჯდომარე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი წევრი, რომლებსაც რეალურად 6 თვიანი ვადა გასული აქვთ უკვე წელიწადნახევარია, თუ არ ვცდები და მხოლოდ იმის გამო ინარჩუნებენ ისინი საკუთარ თანამდებობებს, რომ სხვა წევრები და თავმჯდომარე არ არიან დანიშნულნი. ეს არის ერთგვარი ჩიხი, ასეთი მდგომარეობით რა თქმა უნდა არ ივარგებს არჩევნების ჩატარება. შეიძლება მხოლოდ ოპოზიციას სურდეს ასეთი მდგომარეობით არჩევნების ჩატარება. ჩვენი მიზანია ამ ჩიხის დაძლევა და ის კანონპროექტი, რომელიც მიღებული იქნა და რომელსაც მერე ვეტო დაედო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ემსახურება სწორედ ჩიხის დაძლევას. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ცესკოში უნდა დარჩეს ჩიხი, ეს არის მათი საქმე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩიხი უნდა იყოს დაძლეული და აქედან გამომდინარე, ვეტოც უნდა იყოს დაძლეული,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930