გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობაში ბრალდებულს სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა

21-09-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობასა და უკანონოდ შეძენა - შენახვაში ბრალდებული ს.დ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დამნაშავედ ცნო.


სასამართლოში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ს.დ. - მ უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“ - ს.


2018 წლის 30 მაისს, ს.დ.-მ განიზრახა უკანონოდ გაესაღებინა 6,5438 გრამი ნარკოტიკული საშუალება დაუდგენელ პირებზე, რისთვისაც ნარკოტიკული საშუალება დატოვა ქ.თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის სკვერში, ასევე ანჯაფარიძის ქუჩაზე მდებარესკვერში, ამავე ქუჩაზე, მოშორებით მდებარე ადგილზე და ვაჟა-ფშაველას მე-5 კვარტალში, თუმცა, ის დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ, ხოლო სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება ამოღებულ იქნა მითითებული ადგილებიდან. ბრალდებულის დაკავებისას ჩატარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა 8 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“.


ს.დ. - ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ს.დ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031