გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: ნაციმოძრაობის ყველა მისი განაყოფისთვის თუ კლონისთვის მთავარი ფიგურა იყო და რჩება მიხეილ სააკაშვილი

15-03-2024

სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მისი განაყოფისთვის, თუ კლონისთვის მთავარი ფიგურა იყო და რჩება მიხეილ სააკაშვილი. სხვა დანარჩენი მცდელობაა, რომ ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ თვალებში ნაცარი შეაყარონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, უცხოური ჯგუფების ინტერესების მიზანი იყო, რადიკალიზმით გამორჩეული ნიკა მელია და ნიკა გვარამია გარეთ ყოფილიყვნენ, რათა რევოლუციური სცენარების ორგანიზება მოახდინონ.


„თავის დროზე, არც გიორგი ვაშაძეს გამოუვიდა, თითქოს რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განუდგა. ეს არც სხვა ჯგუფებს გამოუვიდათ, რომლებიც აჩვენებდნენ, თითქოს წინააღმდეგობაში იყვნენ. სინამდვილეში, ამ პოლიტიკური ფილოსოფიის მატარებელ გარკვეულ პოლიტიკურ სეგმენტს ერთადერთი ლიდერი – მიხეილ სააკაშვილი ჰყავს, რომელიც, თავის მხრივ, სრულად მართულია უცხოური პოლიტიკური ჯგუფებიდან და ჩვენ ვხედავთ, რა ენერგია იხარჯება, რომ ის რამენაირად დაიხსნან ციხიდან. ეს კეთდება ერთადერთი მიზნით, მას რამენაირად ისევ დაუბრუნონ ძალაუფლება, რათა გამოყენებული იყოს სხვა უცხოური პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების მისაღწევად. ამიტომაც იყო ჩადებული ძალისხმევა ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ციხიდან დახსნისთვის.


ყველა ვხედავთ, საერთო მიზანი რა იყო. ნიკა მელიას შემთხვევაში, გვეუბნებოდნენ, რომ დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანი იყო, ის გარეთ ყოფილიყო. ასევე ნიკა გვარამიას შემთხვევაში გვეუბნებოდნენ, რომ ეს დეპოლარიზაციას გამოიწვევსო, მაგრამ შედეგი უკვე ჩანს, მიზანი იყო – „ნაციონალური მოძრაობის“ განსაკუთრებული რადიკალიზმით გამორჩეული ორი ჯარისკაცი გარეთ ყოფილიყო, რათა რაღაც რევოლუციური სცენარების ორგანიზება მოახდინონ. ამას საზოგადოება კიდევ უფრო მეტად და მეტად ნახავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930