გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირანის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში შემოსვლას ყალბი პასპორტებით ცდილობდნენ, პოლიციამ დააკავა

22-09-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით, ირანის მოქალაქეები - 1990 წელს დაბადებული მ.შ. და 1980 წელს დაბადებული ნ.ს. დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ შ.მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთას თურქეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტით, ნ.ს. კი ჩეხეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტით ცდილობდა.


გამოძიება სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031