გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გრეგ კრავჩუკი ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს დადებითად აფასებს

22-09-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორს გრეგ კრავჩუკს შეხვდა.


შეხვედრაზე პროფესორმა დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები შეაფასა. როგორც გრეგ კრავჩუკმა აღნიშნა, მავნებელთან ბრძოლის კუთხით 2017 წელთან შედარებით წელს გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოწვეულ ექსპერტს მადლობა გადაუხადა გამოცდილების გაზიარებისა და რეკომენდაციებისთვის და ხაზგასმით აღნიშნა მავნებელთან ბრძოლის საკითხში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს USAID/REAPმხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ.
გრეგ კრავჩუკის განცხადებით, მოსახლეობა უფრო მეტად ინფორმირებულია და, შესაბამისად, შედეგიც უკეთესი აქვთ. პროფესორმა დადებითად შეაფასა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მავნებელის საწინააღმდეგოდ განხორიელებული ღონისძიებები.


„დასავლეთ საქართველოში სამდღიანი ვიზიტით ვიმყოფებოდი. აშკარაა, რომ ფერმერები, რომლებმაც გაითვალისწინეს რჩევები, ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას საკუთარ ბაღებში, საუკეთესო შედეგს მიიღებენ“, - განაცხადა გრეგ კრავჩუკმა.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს აზიური ფაროსანას საკოორდინაციო შტაბის მუშაობა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქართველი სპეციალისტები მავნებლის საწინააღმდეგო ყოველდღიური ღონისძიებების გატარების გარდა, ცდილობენ, განავითარონ მიდგომები და საქართველოზე მორგებული მეთოდებით ებრძოლონ მავნებელს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031