გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა

22-09-2018

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა, თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელმაც საქართველოში თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების მონიტორინგის 10-დღიანი მისია დაასრულა.


ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები მონიტორინგის მიზნით ეწვივნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრს და ათამდე დროებითი მოთავსების იზოლატორს.


გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაკავების ცენტრების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინეს. აღსანიშანვია, რომ წარმოდგენილი დასკვნები ყველა ასპექტში პოზიტიურია. არც ერთ დაკავებულ პირს არ გამოუთქვამს პრეტენზია დაკავების მომენტში პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ან საპროცესო უფლებების დარღვევის შესახებ.


კომიტეტის შეფასებით, დაკავების ადგილებში არსებული პირობები, ისევე, როგორც სამედიცინო შემოწმების, მისი დოკუმენტირების და ზოგადად, დაკავებულების მიერ საკუთარი უფლებებით სარგებლობის მხრივ მდგომარეობა ძალიან დადებითია და 2014 წლის მონიტორინგის შემდეგ მკვეთრად არის გაუმჯობესებული. კომიტეტმა, ასევე, კმაყოფილება გამოთქვა მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში არსებული ვითარების გამო.


გიორგი გახარიამ დელეგაციის წევრებს დაკავების ადგილებში პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით სამინისტროს მიერ დასახული სამომავლო გეგმები გააცნო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930