გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აგვისტოში უცხოეთიდან საქართველოში 135,6 მილიონი დოლარი გადმოირიცხა

22-09-2018

მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 135.6 მლნ აშშ დოლარი, (343.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.4 პროცენტით (13.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.


ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.8 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი მოდიოდა.


2018 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.9 მლნ აშშ დოლარი (48.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.4 მლნ აშშ დოლარისა (46.5 მლნ ლარისა) გასული წლის აგვისტოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31