გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს ერთი სასახლე ჰქონდეს და დაფუძნებული იყოს დედაქალაქში

22-09-2018

„ჩვენ ვაძლიერებთ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს ყოველდღიური ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის, რაც შეუძლებელია, პრაქტიკულად, იმ პირობებში, როდესაც მთავრობა არის ერთ ქალაქში და პარლამენტი მეორე ქალაქში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.


ირაკლი კობახიძემ ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც მმართველმა გუნდმა პარლამენტის თბილისში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ასეთი არგუმენტი ბევრია.


„იყო დისკუსია გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით. დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა პარლამენტის თბილისში გადმოტანას და ეს გახდა საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების მიზეზი. არგუმენტი არის მრავალი, მათ შორის, ისიც, რომ პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას ნამდვილად წაადგება ერთ შენობაში მისი არსებობა, პარლამენტის სასახლე არ არის მარტო სამუშაო ადგილი, ერთგვარი ოფისი პარლამენტისთვის. ეს არის მისი ერთერთი სიმბოლო და შესაბამისად, პარლამენტის იდენტობის გამყარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე და მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს დაფუძნებული დედაქალაქში. ჩვენ გვქონდა თავიდანვე ამაზე საუბარი. საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ, ვადებზე და საბოლოო ჯამში, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შევჯერდით იმაზე, რომ პარლამენტი გადმოვა უკვე 1 იანვრიდან თბილისში. არის არაერთი არგუმენტი, მათ შორის, ჩვენ ვაძლიერებთ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს ყოველდღიური ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის, რაც შეუძლებელია, პრაქტიკულად, იმ პირობებში, როდესაც მთავრობა არის ერთ ქალაქში და პარლამენტი მეორე ქალაქში. არის არაერთი არგუმენტი, რომელიც მთლიანობაში მეტყველებს იმაზე, რომ ჯობია, იყოს პარლამენტი დედაქალაქში. იყო ვადებზე საუბარი და საბოლოოდ, ვადად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვარი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


რაც შეეხება პარლამენტის ქუთაისის სასახლეს, მისი თქმით, შესაძლოა შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთგვარი რეგიონული ჰაბი გახდეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ მან უზრუნველყოს ამ შენობისთვის ახალი ფუნქციის მინიჭება - საუბარია იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გადატანაზე და ასევე, ერთგვარი რეგიონული ჰაბი შეიძლება გახდეს ეს შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ვფიქრობ, რომ ამ ფუნქციისთვის არის განკუთვნილი ეს შენობა და შესაძლებელია სათანადოდ მისი დატვირთვა“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, დაიზოგება 2.5 მილიონი ლარი, რაც ორი შენობის შენახვას ზედმეტად სჭირდებოდა.


„დაიზოგება ყველა ის ხარჯი, რომელიც იყო ზედმეტი - გამომდინარე ორი შენობის არსებობიდან, ეს იყო, დაახლოებით, ორნახევარი მილიონი, რაც ზედმეტად სჭირდებოდა ორი შენობის შენახვას. რაც შეეხება ამ ხარჯის გაწევას, თუ ფუნქციურად სწორად დაიტვირთება ის შენობა, აქ საუბარია იმაზე, რომ ზედმეტი ხარჯი არ უნდა იყოს გაწეული. მთავარია, შენობა იყოს სწორად დატვირთული და ამ სწორად დატვირთვას მოხმარდეს ის თანხები, რომელიც გამოიყოფა ამ შენობის შესანახად“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებსაც გამოეხმაურა.


„გრიგოლ ვაშაძე ჩვენმა მეგობარმა ჭიღვარიამ ქუთაისის მერის არჩევნებში დაამარცხა ძალიან მძიმედ და ეს არის ყველა მის შეკითხვაზე პასუხი. ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერანაირ ქულებს ვერ დაიწერს ის იმ სპეკულაციებით, რომელსაც ის ეწევა ამ ორი დღის განმავლობაში“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930