22-09-2018
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ზუგდიდში პროვოკაციის მოწყობა სცადეს, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
მერაბ ქვარაიას განცხადებითვე, პროვოკაციის მოწყობის ამსახველ მასალას ყველა საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციას გადაუგზავნიან და კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ჩვეულ ხერხებს არ ივიწყებს.
დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტ მაია კალანდიას შეხვედრაზე დასწრების და კითხვების დასმის საშუალება მიეცა.