გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი: გაეროს ტრიბუნას საქართველოს პრობლემატიკის წარმოსაჩენად გამოვიყენებთ

22-09-2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, გაერო-ს გენერალური ასაბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლაში ყურადღება გამახვილდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემატიკაზე, ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე, ასევე საქართველოს განვითარების სამთავრობო ხედვაზე.


ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები, როგორც გაერო-ს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან, რა დროსაც განხილული იქნება ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.


“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოს პრობლემატიკა იყოს გაცხადებული. საქრთველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში იქნება ყველა ძირითადი აქცენტი რეგიონში მიდმინარე პროცესებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე, სამშვიდობო ინიციატივებზე და იმ ნაბიჯებზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება დგამს ქვეყნის სტაბიულურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.


საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილების მიზნით 24-28 სექტემბერს ეწვევა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა გაერო-ს გენერალური ასაბლეის სესიაზე, გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები გაერო-ს და ასევე ორგანიზაციის წვერი ქვეყნების წარმომადგენლებთან. საქართველოს დელეგაცია ასევე მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს 73-ე სესიის ფარგლებში დაგეგმილ ცალკეულ ღონისძიებებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930