19-03-2024
ამერიკის საელჩოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმახსოვრონ, რომ კრებსითი გიორგი ბურჯანაძეების, ლომჯარიების, გიგაურების და მათნაირების "მოსაზრებების" ფასი საზოგადოებაში, უდრის ნულს, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის გიორგი ბურჯანაძის განცხადებას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას ითხოვს.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ საელჩოს თითქმის ყველა თანამშრომელი, ელჩის გარდა, შეზღუდულია საჯარო პოლიტიკური კომენტარების გაკეთებისგან და გიორგი ბურჯანაძემ დაწერა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული მოწოდება.
„ნებისმიერი საელჩოს თითქმის ყველა თანამშრომელი, ელჩის გარდა, შეზღუდულია საჯარო პოლიტიკური კომენტარების გაკეთებისგან.
ამ შემთხვევაში, "ცალ ფეხზე მდგომად" ცნობილმა გიორგი ბურჯანაძემ შესაბამისი დავალება მიიღო ზემდგომებისგან და დაწერა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული მოწოდება.
ამერიკის საელჩოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმახსოვრონ, რომ კრებსითი გიორგი ბურჯანაძეების, ლომჯარიების, გიგაურების და მათნაირების "მოსაზრებების" ფასი საზოგადოებაში, უდრის ნულს“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.