გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: "ნაცმოძრაობის" მიერ მოწყობილი პროვოკაციის ამსახველ მასალას საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივაწვდით

23-09-2018

"ნაცმოძრაობის" პროვოკაციის ამსახველ მასალას საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივაწვდით“ - განუცხადა ჟურნაისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.


"კამპანიაში ჩართულ ყველა ადამიანს მინდა ვუთხრა, წინასაარჩევნო პროცესების ხელშეშლა იმ ფორმებით, როგორსაც ბოლო პერიოდში რამდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი და დღესაც ვნახეთ ამის მცდელობა, სამართალდარღვევაა და რა თქმა უნდა ამ ჩანაწერს მივაწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა სცადა ამ შეხვედრაზე რაღაც ხმაური შეეტანა, მაგრამ მან საბოლოოდ მიიღო პასუხი, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება მისი პრეზიდენტიც. ეს იყო ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატის და დარწმუნებული ვარ მომავალში პრეზიდენტის განცხადება"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31