23-09-2018
ბოდბელი ეპისკოპოისი, მეუფე იაკობი მის მიერ მედიის გარკვეული საშუალებებისათვის მიცემული ინტერვიუების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენი ერის ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა ეკლესიის და სახელმწიფოს დაპირისპირების მცდელობა.
ახლაც არსებობენ ძალები , რომლებიც ცდილობენ, ეკლესია გამოიყენონ სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ეკლესიის კარი ღიაა ეკლესიის შვილებისთვის. ეკლესია და სამღვდელოება, ყოველთვის ეცდება თავისი სამწყსო დაიცვას შეცდომებისგან.
მე რამდენიმე ინტერვიუ მივეცი სხვადასხვა ტელეარხს. ორი მათგანის, რომელიც ჩაწერა "რუსთავი2"-მა და "ტვ პირველმა" სულისკვეთება სრულად არის აცდენილი დაანონსებული გადაცემისაგან.
თემების მგძნობიარობიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ჩემი სათქმელი შეულამაზებლად და დაუმახინჯებლად უნდა მივიდეს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან. ამის გამო გთავაზობთ ინტერვიუების სრულ ვერსიებს, როგორც "რუსთავი 2"-თან, ასევე "ტვ პირველთან".
დარწმუნებული ვარ, ეკლესია და სახელმწიფო ეხლაც ღირსეულად, ერთმანეთის მოსმენით და ქრისტეს შეგონებით, აირჩევენ სწორ გზას.
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი"