გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილი შეძლებს საზოგადოების და პოლიტიკოსების აზრის გაერთიანებას

23-09-2018

"სალომე ზურაბიშვილი მაღლა დადგება ყოველი პარტიის დღის წესრიგზე და შეძლებს საზოგადოების და პოლიტიკოსების აზრის გაერთიანებას",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.


მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ჩამოაყალიბა ხედვა, თუ რა როლი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს საქართველოს მომავალ განვითარებაში.


"სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ყველა ის ხედვა, თუ რა როლი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს საქართველოს მომავალ განვითარებაში. ის თავის სათქმელს საქართველოს ყველა კუთხეში თავად ეტყვის საზოგადოებას. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვიტყვი, რომ ხელისუფლების საგარეო კურსი მტკიცე და უცვლელია. რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ქალბატონმა სალომემ თქვა, რომ მისი მთავარი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი, განვითარების გზით იქნება. ეს არის მისი პოლიტიკური ხედვა და თანხვედრაშია საერთაშორისო მოსაზრებასთან. რა თქმა უნდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031