გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ამორალურია, როცა სალომე ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ ადამიანები, რომლებმაც 2008 წელს სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი

23-09-2018

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამორალურია, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი.

მისი თქმით, საქართველო ამ ომში გაიმარჯვებს და რუსეთის ჯარი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.

"სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მხრიდან განხორციელდა აგრესია და ადგილი აქვს უკანონო ოკუპაციას. ეს თანხვედრაშია ჩვენი გუნდის პოზიციასთან და ეს პოზიცია არ გადაიხედება მომავალში. მინიმუმ ამორალურია, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი და რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს სამშობლო და ქვეყნის ინტერესები. საქართველო ამ ომში გაიმარჯვებს და რუსეთი ქვეყნიდან გავა. გრიგოლ ვაშაძე კი არის ის ადამიანი, რომელსაც 2009 წლამდე ვერ გააგდებინეს ხელიდან რუსული პასპორტი. ის, როგორც რუსეთის მოქალაქე მონაწილეობდა საქართველოს მთავრობის საქმიანობაში და მე ვფიქრობ, რომ მას მორალური უფლება არ აქვს სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკოს",-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031