24-03-2024
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი იმ პოლიტიკური პარტიების სიას აქვეყნებს, რომლებიც კანონის გვერდის ავლით უცხოეთიდან ფინანსდებიან. „პარტიები საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციებით ცდილობენ პოზიციონირდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებად, უფლებადამცველებად თუ არჩევნების დამკვირვებლებად და ვითომ მიუკერძოებელი ორგანიზაციის სახელით ხელი შეუწყონ პარტიული პროპაგანდის დამკვიდრებას,“ - წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ"საქართველოს ორგანული კანონით დაუშვებელია პარტიის მიერ საზღვარგარეთიდან შემოწირულების მიღება-პოლიტიკური პარტიების უცხოეთიდან დაფინანსება, თუმცა კონკრეტული პოლიტ პარტიები მათ მიერ ეშმაკურად დაგეგმილი სქემის მიხედვით, ქართული კანონმდებლობის გვერდის ავლით უცხოეთიდან მაინც ფინანსდებიან და ამ ფინანსებს პირდაპირ პოლიტიკურ მიზნებს ახმარენ.
დოკუმენტურად დასტურდება, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ გამიზნულად ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა, შემდეგ მათი უცხოეთიდან დაფინანსება და ამ ფინანსების პოლიტიკური მიზნით გამოყენება. ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტაცია ეხება შემდეგ პარტიებს: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გირჩი - მეტი თავისუფლება, ევროპული საქართველო სტრატეგია აღმაშენებელს.
ნაციონალურ მოძრაობის მიერ პარტიულ საქმიანობაში გამოყენებული ერთ-ერთი აქტიურად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირია „ანტიკორუფციული ცენტრი“ რომელიც პირდაპირ ემსახურება ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ მიზნებს და თავად ნაც მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა აღიარა, რომ ამ ორგანიზაციას საზღვარგარეთიდან აფინანსებდა დავით კეზერაშვილი.
ასევე არასამთავრობო "სამოქალაქო პლატფორმა“ 20/20 ს "ნაციონალური მოძრაობის" განაყოფს არჩევნების დროს იყენებენ როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციას. მისი ორი ლიდერი არის ნაც მოძრაობის წევრი ვასო ურუშაძე და ლაშა ფარულავა და ამ არასამთავრობოს კიდევ ერთი ლიდერი დღეს არის ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტია ახალი- ს წევრი. გირჩი - მეტი თავისუფლება პარტიის ლიდერები მონაწილეობენ ა(ა)იპ „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ღონისძიებებში და ამ იურიდიული პირის დამფუძნებლები და ხელმძღვანელი თავად არიან.
ევროპული საქართველო - უმეტეს პარტიულ აქტივობებს ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებთან ერთად: ა(ა)იპ „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება“ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ რომელთა დამფუძნებელი და ხელმძღვანელი არის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი; ა(ა)იპ „თავისუფლების ინსტიტუტი“ რომლის გამგეობის წევრი არის თამარ ჩერგოლეიშვილი;
პარტიული ღონისძიებების თანაორგანიზატორად ასევე გამოდის „ტაბულა“. ამ ორგანიზაციების მონაცემების ყოველი განახლებისას, რეესტრის ქართულენოვან ამონაწერთან ერთად, მოთხოვნილი არის ხოლმე ოფიციალური ინგლისური თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გათვლა არის უცხოური დაფინანსების მიღებაზე.
პარტია დროას დამფუძნებლების და ლიდერების მიერ დაფუძნდა ა(ა)იპ „მოძრაობა დროა“ რომელიც პარტიის ლიდერის ელენე ხოშტარიას აღიარებითვე ჩართულია პარტიული საქმიანობაში, მათ შორის საარჩევნო კამპანიაში. აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ „მოძრაობა დროას“ დაფუძნების დღესვე დამფუძნებლებმა რეესტრის ქართულენოვან ამონაწერთან ერთად აიღეს ამონაწერის ოფიციალური ინგლისური თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციის შექმნა გათვლილი იყო უცხოური დაფინანსების მიღებაზე.
ხალხისთვის - პარტია ხალხისთვის ლიდერის ანა დოლიძე პარტიულ ღონისძიებების უმეტესობას ატარებს ა(ა)იპ „პროგრესის ცენტრთან“ და ა(ა)იპ „ხალხისთვის“ მონაწილეობით. ანა დოლიძე არის პარტია „ხალხისთვის“ სხვა ლიდერებთან ერთად არასამთავრობო"ხალხისთვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, რაც შეეხება არასამთავრობო პროგრესის ცენტრს, მართალია ანა დოლიძე ფორმალურად არ ფიქსირდება დამფუძნებლების ან ხელმძღვანელების სიაში, მაგრამ მისი კავშირი ამ ორგანიზაციასთან ორი გარემოებით დასტურდება: ორგანიზაციის იურიდიულ და ელ-ფოსტის მისამართებად რეესტრში მითითებულია ანა დოლიძის საცხოვრებელი და ელ-ფოსტის მისამართები. არასამთავრობო „პროგრესის ცენტრის“ დაფუძნების დღესვე დამფუძნებლებმა რეესტრის ქართულენოვან ამონაწერთან ერთად აიღეს ამონაწერის ოფიციალური ინგლისური თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციის შექმნა გათვლილი იყო უცხოური დაფინანსების მიღებაზე.
გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძის დაფუძნებულია არასამთავრობო "ინოვაციების და განვითარების ფონდი“ რომლის დირექტორია გიორგი ვაშაძის მეუღლე ქეთევან სიჭინავა. სხვა პარტიების მსგავსად, აქაც ამონაწერის განახლებისას რეესტრის ქართულენოვან ამონაწერთან ერთად მოთხოვნილია ამონაწერის ოფიციალური ინგლისურენოვანი თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციის შექმნა გათვლილი იყო უცხოური დაფინანსების მიღებაზე.
ფაქტია პარტიები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების გზით ქმნიან ისეთ მექანიზმებს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს პარტიებს საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით მიიღონ არადეკლარირებული უკანონო შემოწირულება, განსაკუთრებით უცხოეთიდან.
ჩემ მიერ ჩამოთვლილი პარტიები საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციებით ცდილობენ პოზიციონირდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებად, უფლებადამცველებად თუ არჩევნების დამკვირვებლებად და ვითომ მიუკერძოებელი ორგანიზაციის სახელით ხელი შეუწყონ პარტიული პროპაგანდის დამკვიდრებას.ფაქტია აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთ პოლიტიკური ინტერესი, მესიჯები და დანიშნულება," - წერს მეგრელიშვილი.