გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ComCom-მა თსუ-ში მედიაწიგნიერების შესახებ ლექცია ჩაატარა

25-03-2024

ComCom-ის ორგანიზებით, კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია „მედიაწიგნიერების განვითარება საქართველოში“ ჩაატარა, რომელიც ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.


კომუნიკაციის კომისისს ინფორმაციით, ლექციის ფარგლებში, სტუდენტები პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაყრდნობით გაეცნენ ე.წ. Fake News-ის აღმოჩენის, ნამდვილი ამბისგან გარჩევისა და რეალური ინფორმაციის დადგენის მეთოდებს, ასევე, დეზინფორმაციის, მისინფორმაციის და მალინფორმაციის მაგალითებს. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: მედიაწიგნიერების მნიშვნელობა, საქართველოსა და მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, ასევე, ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით ComCom-ის როლი და განხორციელებული პროექტები.

 

“მედიაწიგნიერების შესახებ ComCom-ის საინფორმაციო შეხვედრები მომავალში საქართველოს სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება” – აცხადებენ კომუნიკაციის კომისიაში.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031