გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: სალომე ზურაბიშვილი მოლოდინის რეჟიმშია, ელოდება "პატრონების" ბრძანებას, შეიწყალოს თუ არა სააკაშვილი, ეტყობა, ჯერ როზნერს არ გაუზომავს მათი რეიტინგები

25-03-2024

სალომე ზურაბიშვილი მოლოდინის რეჟიმშია, ელოდება "პატრონების" ბრძანებას, შეიწყალოს თუ არა სააკაშვილი. ეტყობა ჯერ როზნერს არ გაუზომავს რეიტინგები, როგორც სალომესი, ისე სააკაშვილის, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება დამოკიდებულია მისი და ზურაბიშვილის რეიტინგებზე, რომელსაც როზნერი გაზომავს.


ექსპერტის განცხადებით, თუ სააკაშვილის რეიტინგი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ზურაბიშვილის, მაშინ პრეზიდენტი შეასრულებს ბრძანებას და მას შეიწყალებს.


"სალომე ზურაბიშვილი მოლოდინის რეჟიმშია, ელოდება "პატრონების" ბრძანებას, შეიწყალოს თუ არა სააკაშვილი. ეტყობა ჯერ როზნერს არ გაუზომავს რეიტინგები, როგორც სალომესი, ისე სააკაშვილის. მიშას შეწყალება კი დამოკიდებული იქნება მის რეიტინგზე, ექნება მაღალი რეიტინგი სალომესთან შედარებით, პრეზიდენტი შეასრულებს ბრძანებას, შეიწყალებს თუ არა და არა. მოკლედ, როგორც უბრძანებენ, მაგრამ ეს ვერ უშველით, სალომე სძულს ქართველ ხალხს და "ვივამედის" პაციენტს დღითი დღე რომ აკლდება რეიტინგი, არ ახალია, არც ახალი ლიდერი ჩანს ოპოზიციურ ფლანგზე" - წერს ნინო ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930