25-03-2024
აგენტოკრატიის წარმომადგენელმა, სალომე ზურაბიშვილმა იმდენი მოახერხა, რომ თითით საჩვენებელ დასაცინ ფიგურად იქცა, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „თუ სალომე ზურაბიშვილს მეტი რეიტინგი ექნება, რომ გაზომავს როზნერი, არ გაათავისუფლებს სააკაშვილს. თუ სააკაშვილს მეტი რეიტინგი ექნება, ის უფრო საჭირო კაცი აღმოჩნდება მათთვის და მაშინ შეიწყალებს - რასაც დაავალებენ იმას გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი“.
აბაშიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი უნდა გაეცალოს საჯარო სივრცეს. მანვე აღნიშნა, რომ სირცხვილია ამგვარი პრეზიდენტის ყოლა.
„აგენტოკრატიის წარმომადგენელმა, სალომე ზურაბიშვილმა იმდენი მოახერხა, რომ თითით საჩვენებელ დასაცინ ფიგურად იქცა. როცა საჯარო პირი ამგვარი კომიკური ხდება, უნდა გაეცალოს საჯარო სივრცეს. თუმცა, ამდენი შეგნება აქვს რომ?.. სირცხვილია ამგვარი პრეზიდენტი-რეზიდენტი!“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.