27-03-2024
ვინმემ არ მითხრათ, რომ ნიკა გვარამია „ახალს“ წარმოადგენსო, ყველამ ხომ ვიცით რომ გაქანებული „ნაციონალია“, ჰოდა ამ გნებავთ „ახალს“ და გნებავთ ძველს სტრასბურგის სასამართლომ ცელი გამოუსვა და მისი სარჩელი განხილვაშიც არ მიიღო - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თავის დროზე გვარამიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე რადიკალებმა და მათმა მხარდამჭერმა კელი დეგნანმა ლამის დასავლური ცივილიზაციის მტრად გამოიყვანეს და ტრენინგიდანაც მოხსნეს.
„ახლა მავნებელ რადიკალებს რომ ჰკითხო სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლო რუსულია. მითუმეტეს, როცა სტრასბურგმა ძალიან მოუხშირა ნაციონალებისთვის არა სასურველ გადაწყვეტილებებს და ქმედებებს. ვინმემ არ მითხრათ, რომ ნიკა გვარამია „ახალს“ წარმოადგენსო, ყველამ ხომ ვიცით რომ გაქანებული „ნაციონალია“, ჰოდა ამ გნებავთ „ახალს“ და გნებავთ ძველს სტრასბურგის სასამართლომ ცელი გამოუსვა და მისი სარჩელი განხილვაშიც არ მიიღო! არა და თავის დროზე მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რადიკალებმა და მათმა მხარდამჭერმა კელი დეგნანმა ლამის იყო დასავლური ცივილიზაციის მტრად გამოიყვანეს და ტრენინგიდანაც მოხსნეს. როგორც ჩანს ბატონი ლაშა ჩხიკვაძის მიმართ ბოდიში ძალიან ბევრ ვინმეს აქვს მოსახდელი. მგონი არავის უკვირს დე ფაქტო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რომ მის პატრონების დავალებით ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური წევრი გახდა და უკვე დიდი ხანია მხოლოდ მათ სასარგებლოდ მოქმედებს ან საუბრობს. დღეს კი სტრასბურგის ევროპულმა (!) სასამართლომ ზურაბიშვილი ამხილა, როგორც კრიმინალ გვარამიას შემწყნარებელი და თანამოაზრე!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.