გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაბუშერას ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა

24-09-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ თოფურია და უწყების თანამშრომლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. მათ 25 წლის წინ, 1993 წლის 22 სექტემბერს, სოხუმის (ბაბუშერას) აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.


„ეს არის ტრაგიკული დღე. მეომრები მიდიოდნენ ისევ და ისევ სამშობლოს დასაცავად. ესაა ის პერიოდი, როდესაც ქალაქი პრაქტიკულად ეცემა და მოხდა ამ თვითმფრინავის აფეთქება. არა ერთი ვაჟკაცი შეეწირა ამ ტრაგედიას, აფხაზეთში საომარ მოქმდებებს... და ჩვენ, ვინც დავრჩით ცოცხლები, ჩვენი სამსახური_ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, იმ ოჯახის წევრები, ვისაც აქ ყავთ დასაფლავებული ეს ბიჭები, მოვდივართ იმიტომ, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს!  ქედს ვიხრით მათ წინაშე და მადლობას ვეუბნებით მათ ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს, ვინაიდან მათ სამშობლოს აღუზარდეს აი, ესეთი გმირი ბიჭები,’’ - განაცხადა ჯანდრი უბირიამ.


’’ამ კომისიაში ვართ მას მერე, რაც შვილები დავკარგეთ. მათი ჩამოსვენება ჩვენი ინიციატივით მოხერხდა. ეს სასაფლაოც ჩვენი ინიციატივით გაკეთდა. ვაგრძელებთ მუშაობას, რას მივაღწევთ არ ვიცი.. ჩემი ვაჟი 34 წლის იყო, ძალიან უყვარდა აფხაზეთი, მე აფხაზეთში ვმუშაობდი, ხშირად მოდიოდა ჩემთან.. ვეუბნებოდი, რომ აფხაზები პურის საჭმელადაც არ მიშვებენ მარტო-მეთქი. როცა ეს ამბავი მოხდა, ვუშლიდი, წასვლას, მაგრამ  მითხრა: იქნებ შენს აფხაზ მეგობრებს როგორ უჭირთო,.. რა სხვაობა იყო_ ჩვენ აფხაზები და ქართველები ერთნი ვიყავით. ჩვენ გვებრძოდა რუსები და არა აფხაზები... ჩვენ რუსებმა დაგვმართეს ეს უბედურება აფხაზეთშიც და სამაჩაბლოშიც’’ - განაცხადა აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელმწიფო კომისიის წევრმა, ბაბუშერას ტრაგედიის მსხვერპლის, ალეკო ზაალიშვილის დედამ, ირინა ზაალიშვილმა.


შეგახსენებთ, 1993 წელს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომელშიც ქართველი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რუსული საბრძოლო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. მფრინავმა შესძლო, ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი სოხუმის (ბაბუშერას) აეროპორტში დაესვა, თუმცა, ავიალაინერში მყოფთაგან, ცოცხალი, მხოლოდ 19 გადარჩა, 92 კი - დაიღუპა.


ომის დამთავრებიდან გარკვეული დროის შემდეგ, ბაბუშერას სამარხიდან, ნეშტების ამოცნობა და გადმოსვენება მოხერხდა. გადმოსვენების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ტრაგედიის მსხვერპლთა ნეშტები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. დღეის მონაცემებით, დაღუპულთაგან 12-ის ნეშტია ამოსაცნობი. მათი იდენტიფიცირებისთვის მუშაობა გრძელდება.

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930