გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინოწმინდაში სლოტ კლუბის დაყაჩაღების ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა

24-09-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყაჩაღობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ტ.ე. დააკავეს.


მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 22 სექტემბერს, ქალაქ ნინოწმინდაში, თავისუფლების ქუჩაზე განთავსებულ სლოტ კლუბ „ვულკანი"-ს ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ტ.ე. მომხდარიდან რამდენიმე წუთში ნინოწმინდაში დააკავა.


სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას გატაცებულ თანხა, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი, ტეტეს სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.


დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930