გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა.

29-03-2024

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე, რასაც შედეგად უკვე მოყვა ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა.


ელჩმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით გაწეული სამუშაოსთვის. თავის მხრივ, პარტიის თავმჯდომარემ ელჩის მიმართ მადლიერება გამოხატა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობაში შეტანილი წვლილისთვის.


საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ასევე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30