გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნება“: დღეს აჭარაში „ნაცმოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციებია მოსალოდნელი

24-09-2018

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ინფორმაციით, დღეს აჭარაში, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციებია მოსალოდნელი.


ამის შესახებ „ქართული ოცნება“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 24 სექტემბერს, აჭარაში, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრებზე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები.


ისევე, როგორც გასული წინასაარჩევნო კამპანიების პერიოდში, ნაციონალური მოძრაობა არც ამჯერად ცვლის მისთვის ჩვეულ მეთოდებს და კვლავაც ცდილობს წინასააჩევნო პროცესში პროვოკაციების გზით დაძაბულობის კერების შექმნას.


„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოუწოდებს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, არ აყვნენ ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციებს და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში შეინარჩუნონ სიმშვიდე.


ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი ნებაა არაძალადობრივი და მშვიდობიანი გზით დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რისთვისაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას ადგილობრივთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული საერთაშორისო დამკვირვებლები დაესწრებიან.


წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ნებისმიერი პროვოკაციის შემთხვევაში, ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საერთაშორისო ორგანიზაციებს“-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930