გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მშენებლობის ღირებულების ინდექსი 4.3%-ით გაიზარდა

24-09-2018

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით  4,3 პროცენტით გაიზარდა.


ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.


აღნიშნული ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 13,9 პროცენტიანი მომატებით, რამაც 3,53 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიან ინდექსზე.

აღნიშნულ პერიოდში ფასები 1,3 პროცენტით გაიზარდა სამშენებლო მასალებზე, ხოლო 0,5 პროცენტით - ტრანსპორტირებაზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე. წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 1,8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 7,5 პროცენტიანი ზრდით, რაც 4,01 პროცენტული პუნქტით აისახა ინდექსის წლიურ ზრდაზე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა 8,1 პროცენტიანი კლება მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ჯგუფზე, რაც -2,4 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031