გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული გვარდიის მეთაური „ჩვენი ჯარის“ პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა

31-03-2024

პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში უმასპინძლეს.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ სტუდენტებს თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროექტები, ეროვნული გვარდიის ისტორია და ამოცანები გააცნო. ბრიგადის გენერალმა ახალგაზრდებს აქტიური რეზერვის სისტემის შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.


სამხედროებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. მათ სტუდენტებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობები, ასევე თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები და სიახლეები გააცნეს.


„ჩვენი ჯარი“ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 2023 წლიდან მიმდინარეობს.


პროექტი სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავებასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31