გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: ოპოზიციის პროპაგანდა ემსახურება იმას, რომ ქვეყნის მართლმსაჯულებაში ჩაერიონ უცხო ქვეყნის ძალები

1-04-2024

სასამართლოს სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაზე „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოში მოქმედმა ერთ-ერთმა საელჩომ ვეტინგის მომხრე რამდენიმე მოსამართლე ევროპული ქვეყნის დედაქალაქში წაიყვანა. სეფაშვილის თქმით, ამ მოსამართლეებმა ერთგვარი ჯილდო მიიღეს იმის აღიარებისათვის, რომ მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია შეაფასოს საქართველოში მოქმედი მოსამართლის კეთილსინდისიერება.

 

„როგორც ჩანს, სწორედ ამ დავალებას ასრულებენ ცალკეული პირები, არასამთავრობოები და მედიასაშუალებები. ეს ყოველივე მიმართულია იმ წარმატების გადასაფარად, რასაც საქართველომ მიაღწია. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა რეფორმები, რომლებიც წარმატებულად მიმდინარეობს და რომელიც უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას და კეთილსინდისიერებას.


სწორედ ამ წარმატების გადასაფარად უცხოეთიდან, როგორც ჩანს, ძალიან დიდი ფულია გადმორიცხული იმისათვის, რომ მოხდეს ცალკეული მოსამართლის და ზოგადად ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტაცია საქართველოს მოსახლეობის თვალში.


ამრიგად, მათი ეს პროპაგანდა ემსახურება იმას, რომ ქვეყნის მართლმსაჯულებაში ჩაერიონ უცხო ქვეყნის ძალები,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930