გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„გარემოსდაცვითი მმართველის” 2023 წლის კურსზე სასწავლო პროცესი დასრულდა

1-04-2024

კურსის ფარგლებში 19 გარემოსდაცვითი მმართველი მომზადდა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა გადასცა. 


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, მონაწილეებმა კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებისა და განახლების, ნარჩენების კლასიფიცირების, ნარჩენების მართვის ელექტრონულ სისტემაში მუშაობის, კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელებისა და ორგანიზების, კომპანიის თვითმონიტორინგისა და შიდა კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო ცოდნა შეიძინეს.


სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს ნარჩენების ელექტრონულ სისტემაში ანგარიშგების უზრუნველყოფის ხელშეწყობისთვის.

სასწავლო კურსის მონაწილეებს ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგის ექსპერტები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ.


„აღნიშნული სასწავლო კურსის მიზანია გარემოსდაცვითი მმართველების მომზადება, რომლებიც ნარჩენების მართვის კოდექსისა და მისგან გამომდინარე ვალდებულებებს, ინსპექტირების პროცედურებსა და კანონაღსრულებას განახორციელებენ“ –  აცხადებენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930