გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე მერამდენედ გააწბილა ქართული რადიკალური ოპოზიცია, როცა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებები არის სამართლიანი

1-04-2024

"არასამთავრობო სექტორი, ქართული რადიკალური ოპოზიცია და ელჩებიც კი, ჩართული იყვნენ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის და მთლიანად სასამართლოს სისტემის შეურაცხყოფის კამპანიაში," - ამის შესახებ პარტია "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.


სუბარი გამოეხმაურა მოსამართლე ჩხიკვაძის მადისკრედიტირებელ კამპანიას და აღნიშნა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადასტურა მოსამართლე ჩხიკვაძის გადაწყვეტილებების კანონიერება.


„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე მერამდენედ გააწბილა ქართული რადიკალური ოპოზიცია, როცა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებები არის სამართლიანი და იქ რამე ხარვეზის ძებნას აზრი არ აქვს.


არასამთავრობო სექტორი, ქართული რადიკალური ოპოზიცია და ელჩებიც კი, ჩართული იყვნენ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის და მთლიანად სასამართლოს სისტემის შეურაცხყოფის კამპანიაში.


როდესაც ადამიანის უფლებების სასამართლომ დაადასტურა, რომ ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილება იყო კანონიერი და სამართლიანი, ყველა იმ ადამიანმა, ვინც დისკრედიტაციას ახდენდა სისტემის, ბოდიში უნდა მოიხადოს მოსამართლეს“ - განაცხადა სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930