გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი „გირჩს“: იცოდეთ, ივანიშვილი ტყუილად არაფერს იძლევა

24-09-2018

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც ჯაფარიძე ამბობს, რომ ის „ნაცმოძრაობიდან“ სააკაშვილთან იდეური შეუთავსებლობის გამო წამოვიდა.


ზურა ჯაფარიძეს დაუგინებია ფულის გამო კი არა, სააკაშვილთან იდეური შეუთავსებლობის გამო წავედი „ნაციონალური მოძრაობიდანო“.


კაცი იყო პოლიტიკური მდივანი, ე.ი, თავად განსაზღვრავდა პოლიტიკურ კურსს და ერთხელ ვინმეს გაგიგიათ, რომ ოდესმე რაიმე ჩემგან განსხვავებული ეთქვას, ან კენჭისყრაზე მაინც დაეყენებინა რამე საკითხი მანამ, სანამ პარტიიდან გასვლის თაობაზე განცხადებას გააკეთებდა? ამის ახსნა სამწუხაროდ ძალიან მარტივი და ბანალურია-პალიკო კუბლაშვილმა ჩაატარა მოლაპარაკებები, ხოლო სპონსორად და რამდენიმე მილიონის წყაროდ ივანიშვილის მითითებით მოევლინათ ზესტაფონის წიდის ერთ-ერთი მფლობელი რომელსაც მანამდე არ აძლევდნენ წილის გატანის უფლებას, სანამ პოლიტიკას კარგად დაფინანსებული "გირჩი" არ მოევლინა.


"იდეურ განსხვავებებს" ეგენი 3 მილიონ დოლარს უწოდებენ. ოღონდ, იცოდეთ ბიჭებო, ივანიშვილი ტყუილად არაფერს იძლევა და ესეც საგანგებოდ დოკუმენტირებული აქვს და როგორც მანაფორტის საქმეზე გახდა ყველაფერი ცნობილი უკრაინაში,ზუსტად ასევე, სულ მალე დოკუმენტურად დადასტურდება ეს ფაქტები საქართველოშიც და მერე ძალიან შეგრცხვებათ“-წერს სააკაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031