გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებაზე მთელი წლის განმავლობაში არა მხოლოდ ჩვენ ვმუშაობდით, არამედ, ევროკავშირიც, სადაც ამ კანონის მიღების საჭიროება დაინახეს

3-04-2024

„ჩვენი უმრავლესობის ინიციატივას, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის დაბრუნებასთან დაკავშირებით, მივესალმები“, - ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.


დავით ქართველიშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონს უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც იღებენ, რადგან უცხოური ძალებისგან მომავალ შესაძლო საფრთხეს ყველა ხედავს.


„გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებაზე მთელი წლის განმავლობაში არა მხოლოდ ჩვენ ვმუშაობდით, არამედ, ევროკავშირის მთელი სივრცე, სადაც ამ კანონის მიღების საჭიროება დაინახეს. მაგალითად, სლოვაკეთმა მიიღო გარკვეული ჩასწორებები გამჭვირვალობის შესახებ უკვე არსებულ კანონპროექტში, ხოლო, საფრანგეთში ამ კანონს, ფაქტობრივად, მაისში იღებენ.


ანუ, საუბარია იმაზე, რომ ჯენტლმენური შეთანხმება ჩვენსა და „ენჯეოებს“ შორის, ფაქტობრივად, არ მუშაობს, რადგან, როცა ეკითხები, რომ თუ გამჭვირვალე ორგანიზაციები არიან, რა დაფინანსებას იღებენ და რისთვის, მათგან პასუხი არ არის. ან, როცა რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია პირდაპირ აცხადებს, რომ მისმა ტელევიზიამ გრანტი მიიღო, ოღონდ მიზნობრიობის გარეშე, ბუნებრივია, ფიქრობ, რომ ამ ორგანიზაციების მეშვეობით ე.წ. შავი ფულის გათეთრების დაუფარავი მცდელობა მიდის. თან როდის - საარჩევნო წელიწადს.


მაგალითად, საქართველო კინაღამ სერიოზულ საერთაშორისო სკანდალში გაეხვა და რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის გონიერება, ქვეყანა შეიძლება ცოტა უფრო მეტად უხერხულ მდგომარეობაშიც ჩავარდნილიყო. საქმე ეხება იმ შემთხვევას, როცა აზერბაიჯანში ოპოზიციური მედიასპექტრი და მათთან აფილირებული პოლიტიკური პარტიები ამხილეს იმ დაფინანსების მიღებაში, რომელსაც ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მიზნით იღებდნენ საქართველოს გავლით, ქართულ ცენტრალურ ბანკებში გახსნილი ანგარიშებით, რომლიდანაც მერე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქეშის სახით გადაჰქონდათ ეს თანხა. ეს ყველაფერი კი მაიდანებს, რევოლუციებს და ა.შ. უნდა მოხმარებოდა. მადლობა ღმერთს, ესმის აზერბაიჯანს, თუ რასთან აქვს საქმე. იმდენად კარგად ესმის, რომ არათუ კანონის მიღებაზე, არამედ, საერთოდ, ისეთი ორგანიზაციების, როგორიც არის USAID, NED და ა.შ. თავის ტერიტორიაზე საქმიანობის შეჩერებაზე წავიდა. საფრანგეთთან მიმართებით კი, რომლის ჯაშუშური ქსელიც აღმოაჩინა თავის ტერიტორიაზე, ერთი ომი არ გამოუცხადებია, თორემ დანარჩენი ყველაფერი იყო. ჩვენ არ მივდივართ ამ რადიკალიზაციის გზაზე თუნდაც იმ არაკეთილსინდისიერ ორგანიზაციებთან მიმართებით, მაგრამ როცა მათ შეკითხვებს ვუსვამთ და პასუხი ნულია, ეს დაუშვებელია“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930