4-04-2024
„ძალიან სუსტი არგუმენტები აქვთ კანონპროექტის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ," წინააღმდეგ მავანთ. მაგალითად მოჰყავთ რუსეთი და ყაზახეთი, არაფერს ამბობენ დიდ ბრიტანეთზე, ამერიკაზე, ევროპის ქვეყნებზე, ავსტრალიაზე და ა.შ” - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, არასამთავრობოები თავადვე უნდა იყვნენ დაინტერესებული, საკუთარი სიმართლე დაამტკიცონ და გაასაჯაროონ უცხოეთიდან ჩარიცხული თანხები, თუმცა, მათ საზღვარგარეთიდან 20 პროცენტზე მეტი ერიცხებათ და ამიტომ არიან გამჭვირვალობის წინააღმდეგი.
"ძალიან სუსტი არგუმენტები აქვთ კანონპროექტის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ," წინააღმდეგ მავანთ.
მაგალითად მოჰყავთ რუსეთი და ყაზახეთი, არაფერს ამბობენ დიდ ბრიტანეთზე, ამერიკაზე, ევროპის ქვეყნებზე, ავსტრალიაზე და ა.შ. მთავარი კი რაც მიუღებელია მათთვის, თურმე ეს მათი აგენტებად მოხსენიებაა.
დავუშვათ ასეა, მით უფრო არ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი გაასაჯაროონ უცხოეთიდან ჩარიცხული თანხები, ამით ხომ დაამტკიცებენ თავის სიმართლეს და არც ამდენი წვალება დასჭირდებოდათ ხალხის გარეთ გამოყვანისთვის, მაგრამ არა...
გასვრილები არიან, 20%-ზე მეტი ერიცხებათ, რაც კანონით დაუშვებელია, თანხის გარკვეული ნაწილი მათ ჯიბეებში მიდის და "ატკატებიც" უცხო არ არის მათთვის.
აი ზუსტად აქ არის ძაღლის თავი დამარხული. რაც არ უნდა შეშფოთდნენ უცხოეთიდან მათი პატრონები, რაც არ უნდა ქართველმა "ენჯეოშნიკებმა" პროტესტი გამოთქვან, ეს კანონი დამტკიცდება, რადგან სუვერენული ქვეყნისთვის ეს აუცილებელია, ისევე როგორც ამერიკისთვის, დიდი ბრიტანეთისთვის და ევროპისთვის" - წერს ნინო ფოჩხუა.