4-04-2024
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ბოლო 3 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონოდ შენახვის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა.
1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის 8 ფაქტი გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საბაზრო ღირებულებამ ჯამში - 18143.1 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ერთ-ერთი საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.