4-04-2024
„ვერ გაიგებ რაში იხარჯება ფული, რომელსაც დონორები აძლევენ არასამთავრობოებს და ნათელია, რომ ეს ფული ხშირ შემთხვევაში, დეზინფორმაციისთვის იხარჯება“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ერთი წლის განმავლობაში, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის ხარისხი გაუარესდა.
„მათ მიმართ ნდობა ყოველდღიურად რომ იკლებს, ეს არის აბსოლუტურად გასაგები. რაც შეეხება რეიტინგებს, ზუსტად ერთი წლის განმავლობაში, მკვეთრად გაუარესდა ქართული „ენჯეო“ სექტორის გამჭვირვალობის ხარისხი. ვერ გაიგებ რაში იხარჯება ფული, რომელსაც დონორები აძლევენ არასამთავრობოებს და ნათელია, რომ ეს ფული ხშირ შემთხვევაში, დეზინფორმაციისთვის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ იხარჯება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.