გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტში უკანონო ტყითსარგებლობის 278 ფაქტი გამოავლინეს

5-04-2024

გარემოსდაცვისადასოფლისმეურნეობისსამინისტროსგარემოსდაცვითიზედამხედველობისდეპარტამენტისთანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024წლის 01 მარტიდან31 მარტის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 278 ფაქტი გამოავლინეს; 196 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 82 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 43 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 


უკანონო ტყითსარგებლობისყველაზემეტი - 58 ფაქტიგამოვლენილიასამეგრელო-ზემო სვანეთში; იმერეთში დაფიქსირდა 52 სამართალდარღვევა, კახეთში - 49, სამცხე-ჯავახეთში - 36, შიდა ქართლში - 23, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში - 19, აჭარაში - 16, გურიაში - 10,მცხეთა-მთიანეთში - 7 და ქვემო ქართლშიც - 7.

სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც; დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მარტში, თბილისში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი აღკვეთეს.


ჯამშიამოღებულია უკანონოდ მოპოვებული221 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავეპერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 27ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 716 ფაქტი გამოავლინეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930