გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიბერთი Aktif Bank -ის კომპანია UPT-ის პარტნიორი გახდა

5-04-2024

ლიბერთი, თურქული Aktif Bank-ის შვილობილი, ფულადი გზავნილების უმსხვილესი კომპანია UPT-ის პარტნიორი გახდა. პირდაპირი თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ლიბერთის ფინანსურმა დირექტორმა ვახტანგ ბაბუნაშვილმა, UPT-ის გენერალურმა დირექტორმა მურატ კაშტანმა და დირექტორმა ქენ გიურპინარმა.


ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები და ადგილობრივი მომხმარებლები, ფულადი გზავნილების ოპერაციებს სწრაფად და ბევრად შეღავათიანი ტარიფით შეასრულებენ. სერვისი ხელმისაწვდომი იქნება, მხოლოდ ლიბერთი ბანკის ფილიალებსა და ციფრულ არხებში.

მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომი ხდება, ნებისმიერ სასურველ ვალუტაში, როგორც ანგარიშებზე, ასევე პლასტიკურ ბარათებზე თანხების გადარიცხვის და ჩარიცხვის ოპერაციები.


„მოხარული ვართ, რომ დღეს გაფორმდა პირდაპირი თანამშრომლობის კონტრაქტი თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, გზავნილების შვილობილ კომპანიასთან. UPT ცნობილია, როგორც გადახდების და ფულადი გადარიცხვების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მსხვილი პროვაიდერი თურქეთში, რომელიც 7,000 ფილიალით, 1,700,000-ზე მეტი ადამიანის ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.


ლიბერთის გუნდი მუდმივად ზრუნავს და აგრძელებს, არამარტო საქართველოში მცხოვრებ, არამედ ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის, სრულფასოვანი და ბევრად ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების და პროდუქტების მიწოდებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ბევრად გაზრდის ფინანსურ ნაკადებს საქართველოში, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე“, - ვახტანგ ბაბუნაშვილი, ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილე, ფინანსური დირექტორი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930