გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აგონიურად არეპორტებენ ქარდებს - დადებიდან სულ რამდენიმე წუთში არგუმენტებით კი არა, დარეპორტებით და დაბლოკვით იბრძვიან შავი ფულისათვის - მამუკა მდინარაძე

6-04-2024

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მასიურ დარეპორტებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


მდინარაძის თქმით, ფეისბუკპოსტების დასარეპორტებლად „ნაცებსა“ და არასამთავრობო ორგანიზაციებს მაქსიმალური ძალები აქვთ ჩართული ყველა მხრიდან:


„ნაცების“ და ნაცენჯეოებისთვის სიმართლის (და ელემენტარული დეკლარაციის შევსების) შიშის ხარისხი წარმოიდგინეთ, რამდენად აგონიურად არეპორტებენ ქარდებს - დადებიდან სულ რამდენიმე წუთში არგუმენტებით კი არა, დარეპორტებით და დაბლოკვით იბრძვიან შავი ფულისათვის! მაქსიმალური ძალები აქვთ ჩართული ყველა მხრიდან, სრული ისტერია... თუ თვითონ, თუ მათ პატრონებს, ოღონდ რეალური არგუმენტები ხალხმა არ ნახოს და გაიგოს. ამაზე მეტი ლუსტრაცია შეუძლებელია. ვეღარავის მოატყუებენ, გამორიცხულია! აბსოლუტურად ყველას ეცოდინება სიმართლე!“, - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930