7-04-2024
ექსპერტი ნინო ფოჩხუა ეხმიანება სოციალურ ქსელში "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ გავრცელებულ ბანერებს, სადაც აღნიშნულია, რომ “სასამართლოს გამჭვირვალობა ევროპულია, მედიის ცენზურაა რუსული.”
ექსპერტის თქმით, კანონის მოწინააღმდეგეებს არგუმენტები აღარ აქვთ და მათთვის მიუღებელი სტატუსების დაბლოკვაზე გადავიდნენ, თუმცა, მათ სიცრუეზე აგებულ თემებს განხორციელება არ უწერია.
"ჩვენთან მედიის ცენზურა რუსულიო, აბა რას ერჩიან რუსეთს, იქ ყოფილა სიტყვის თავისუფლება თუ ყოფილა. ვის შეეხო ცენზურა ნიკა გვარამიას თუ ნოდარ მელაძეს? სიცრუეზე აგებული სიუჟეტები, ადამიანების და მათი შვილების ბულინგი ვინ დააცენზურა ან ვინ აკრძალა? დამისახელონ მსოფლიოში ერთი ქვეყანა მაინც, სადაც ასეთი თავისუფალია მედია როგორც ჩვენთან.
მითხრას ამ გაყიდულმა ჟურნალისტმა ერთი ფაქტი მაინც რომელ ტელევიზიას ან ჟურნალისტს აუკრძალეს მუშაობა ან დაუხურეს ტელევიზია. ისეთ დღეში არიან რას ეცნენ აღარ იციან. როგორც გამჭვირვალეობის კანონზე გამოელიათ "არგუმენტები" და ფბ-სტატუსების დაბლოკვაზე გადავიდნენ, ასე იქნება სულ, იმიტომ რომ ტყუილსა და სიცრუეზე აგებულ თემებს განხორციელება არ უწერია" - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.