გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

9-04-2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. მემორიალთან იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. მთავრობის წარმომადგენლებმა 9 აპრილი, როგორც ერის ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლო, კიდევ ერთხელ გაიხსენეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.


35 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დემონსტრაციის დარბევის შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930