გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტეფანწმინდა მსოფლიოს ულამაზეს პატარა ქალაქებს შორის დასახელდა

10-04-2024

ბრიტანულმა სამოგზაურო მედია პლატფორმამ TimeOut მსოფლიოს ულამაზესი 16 პატარა ქალაქს დაასახელა.  მსოფლიოში პოპულარულ ტურისტულ ქალაქებს შორის სტეფანწმინდაც მოხვდა.


„დახვეწილი, ჯადოსნური და ძალიან ლამაზი ადგილები -ნეპალის მთებიდან კალიფორნიის სანაპირომდე  ამ ქალაქების სახით თქვენ დამალულ განძს იპოვით“-წერს მოგზაური მწერალი ინდია-ჯეინ ტრაინორი.


„სტეფანწმინდა, რომელიც ასევე ყაზბეგის სახელით ცნობილია კავკასიის მთების ხეობაში მდებარეობს. სტეფანწმინდა პირდაპირ უყურებს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილს, მე-14 საუკუნეში აგებულ გერგეტის სამების ტაძარს. ბორცვზე აშენებული ეკლესიის გადაღმა მყინვარწვერი მდებარეობს.  ეს არის შორეული, ამავდროულად ისტორიულ ადგილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს გზაჯვარედინზე, ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, დასახლება ძვ.წ.  მე-6 საუკუნით თარიღდება.


სტეფანწმინდა იდეალური ადგილია შეისწავლოთ ყაზბეგის ეროვნული პარკი, ჩანჩქერები, ცხელი წყაროები და გულის ფორმის ტბა“,-წერს სტატიის ავტორი.

 

https://www.timeout.com/travel/worlds-most-beautiful-small-towns

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930