10-04-2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ "მდინარაძის განცხადებაში ერთი მნიშვნელოვანი მომენტი დაფიქსირდა, ისინი მზად არიან კანონპროექტი უკან გაიწვიონ - გუშინდელმა მრავალათასიანმა შეკრებამ აჩვენა, რომ ხალხი უკან არ დაიხევს".
როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ოპონენტებს მან მოუწოდა, დაასახელონ რა არის რუსული “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ კანონპროექტში. მისივე თქმით,“გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებმა, ერთი კვირაა, ვერ დაასახელეს ერთი პუნქტიც კი.
“რა არის რუსული, რომელი პუნქტი ჩვენს კანონპროექტში მითხარით და კანონპროექტის გაწვევა კი არა, საერთოდ აღარ დავაყენებ არც ერთ ინიციატივას. მეტი როგორ და რა გზით მოგიწოდოთ.
ერთი კვირაა ერთი პუნქტი ვერ დაასახელეს…
რა კარგად გაუგიათ ამათ ჩემი განცხადება” - წერს მამუკა მდინარაძე.